ავარია დღეს დილით, პაკისტანში, ქვეყნის დედაქალაქიდან დაახლოებით 180 კმ-ის დაშორებით მდებარე ქალაქ ბელასთან ახლოს მოხდა.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კვეტადან პაკისტანის დედაქალაქისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი გზის დაახლოებით 2/3-ის გავლის შემდეგ ჯერ ხიდზე ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი ხიდიდან გადავარდა და ცეცხლში გაეხვია.
ქალაქ ბელას კომისრის თანაშემწის თქმით, ავტობუსში არანაკლებ 48 მგზავრი იყო. მაშველებმა ავტობუსიდან 4 კაცი ამოიყვანეს ცოცხლად და 39 ცხედარი ამოასვენეს. ცხედრები იმდენად არიან დასახიჩრებულები, რომ მათი იდენტიფიცირებისთვის დნმ-ის ტესტის ჩატარებაა საჭირო.
კომისრის თანაშემწის მიერ განცხადების გაკეთების მომენტში სამაშველო სამუშაოები დასრულებული არ იყო და დანარჩენი მგზავრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა.