ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ხეიბერ-პახტუნხვას პროვინციაში, სულ მცირე, სკოლის ათი მოსწავლე დაიღუპა, როდესაც პატარა ნავი, რომლებზეც ისინი იმყოფებოდნენ, ტანდას ტბაზე გადატრიალდა. The Times of India ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ყველა გარდაცვლილი შვიდიდან თოთხმეტი წლის ასაკის იყო.
ხელისუფლების განცხადებით, კიდევ 11 ბავშვი გადაარჩინეს, მათგან ექვსი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პოლიციის სპიკერმა განმარტა, რომ რელიგიური სკოლის 25-30 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი ნავით მოგზაურობდა.
დღესვე, პაკისტანში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა, როდესაც ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 50 მგზავრი იმყოფებოდა, ხიდის საყრდენს დაეჯახა და ბელუჯისტანის პროვინციაში ხევში გადავარდა. შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა.
წყალთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები პაკისტანში იშვიათობა არაა, ვინაიდან ქვეყანაში ხშირად ძველ და გადატვირთულ გემებს იყენებენ.
გარდა ამისა, ქვეყნის ბევრმა მცხოვრებმა არ იცის ცურვა, განსაკუთრებით ქალებმა, რომლებსაც იშვიათად ასწავლიან კონსერვატიული ტრადიციების გამო. მათ ტანსაცმელი უზღუდავს მოძრაობას.