პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან მდებარე ქალაქ პეშავარის მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ბოლო მონაცემების თანახმად, 59 კაცამდე გაიზარდა.

ქალაქ პეშავარის მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ შაჰიდის ქამრის აფეთქების და მეჩეთის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული  რიცხვი 3-ჯერ გაიზარდა.

ბოლო მონაცემის თანახმად, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა არანაკლებ 59 კაცს, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი 157 კაცს შეადგენს.

ადგილობრივი პრესის ვარაუდით, პოლიციის საცხოვრებელ უბანში მდებარე მეჩეთში აფეთქება პოლიციელთა რიგებში შიშის დანერგვის მიზნით მოხდა. 

P.S. ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 83 კაცამდეა გაზრდილი