ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ აშშ-ის მედიის გაშუქებით ის მომღერალ ტეილორ სვიფტზე ცნობილი გახდა.

ამის შესახებ მადურომ „ვენესუელის სოციალისტური პარტიის“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იხუმრა.

„აშშ-ში ახლა ტეილორ სვიფტზე ცნობილიც კი ვარ“, – თქვა მადურომ.

მადურომ ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, ალბომიც კი ჩაწეროს საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად.

„გაოცებული ვარ ჩემი ფოტოების ნახვით „ფოქს ნიუსზე“, „სიენენზე“ და ვამბობ ხოლმე, ჯანდაბა, რამდენად შორს წახვედი, ნიკო! რატომ ეშინიათ ჩემი? თუ ჩემი არა, მაშინ ამ ხალხის, რომელიც იბრძვის. ეს ხალხი არის საკუთარი ბედის პატრონი, ამიტომ თავს არასდროს დაიმცირებს, არასდროს დანებდება და დაამარცხებს იმპერიალიზმს ჩვენი საყვარელი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი მუქარისას“, – აღნიშნა მადურომ.

თარგმანი: პირველი არხი