ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მისწერა, მას შემდეგ, რაც რამდენი დღეა ამერიკა თავს ესხმის ვენესუელას ხომალდებს.

წერილში მადურო აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელ რიჩარდ გრენელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს სთავაზობს ტრამპს. 

წერილი ვენესუელას ვიცეპრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა Telegram-ზე გამოაქვეყნა. ამასთანავე, წერილის არსებობა CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაუდასტურა.

წერილში მადურო ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობას და ბრალდებებს "სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას" უწოდებს. მადურო ტრამპს "პირდაპირ და გულწრფელ" მოლაპარაკებებს სთავაზობს. 

21 სექტემბერს ტრამპმა მადუროსგან წერილის მიღება უარყო და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ვნახავთ, რა მოხდება ვენესუელასთან".

გრენელის წარმომადგენელმა და ვენესუელას მთავრობის სპიკერმა წერილზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. მანამდე, 16 სექტემბერს, გრენელმა ღიად მოუწოდა სახელმწიფოებს სიტუაციის განმუხტვისკენ. მისი აზრით, აშშ-სა და ვენესუელას შორის ომის თავიდან აცილების მიზნით, "შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია".