იტალიაში, კამპანიის რეგიონის ნეაპოლის პროვინციის ქალაქ ჯულიანო-ინ-კამპანიაში,  პიოტრ ზელინსკის ვია რიპუარიაზე მდებარე სახლი გაქურდეს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ქურდობა 30 ივნისს, დილით მოხდა. პიოტრ ზელინსკი ამ დროს სარდინიაში იმყოფებოდა.

ქურდებმა სახლიდან ფული, ძვირფასეულობა და სამახსოვრო  საფეხბურთო საჩუქრები წაიღეს და ზელინსკის ერთ-ერთი ავტომობილი 190 ათას ევროდ ღირებული Mercedes-AMG G63 გაიტაცეს. 

ავტომობილი დღის მეორე ნახევარში, მასზე დაყენებული შავი ყუთის დახმარებით იპოვეს სახლთან ახლოს, ქურდების კვალს კი ჯერჯერობით ვერ მიაგნეს.