სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც „ასოშეიტედ პრესმა“ გადაიღო ვიეტნამში მაკრონის ვიზიტის დროს.

„ასოშეიტედ პრესის“ ვიდეოზე ჩანს თვითმფრინავის კარის გახსნის მომენტი და ტრამპზე ჩამოსასვლედ გამზადებული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომლის ნიკაპსაც ენერგიულად ეხება ხელი. წამით შეყოვნებული მაკრონი თვითმფრინავის ღია კარიდან დამხვედრებს ხელის აწევით ესალმება, კადრიდან მცირე ხნით გადის შემდეგ კი კვლავ ჩანს ტრაპის წინ და უკვე მეუღლესთან ერთად.

პრეზიდენტმა უარყო ბრიჯიტ მაკრონთან რაიმე „ოჯახური სცენა“ და თქვა, რომ ის და მისი მეუღლე „ხუმრობდნენ“. მან კადრების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.  

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით, რაც ხშირად ხდება. სამი კვირის განმავლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ვიდეოს უყურებდნენ და ფიქრობდნენ, რომ მე კოკაინის პაკეტი მქონდა. შემდეგ ბჭოდნენ ჩემი და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის დროს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევის ეპიზოდზე და ახლა ჩემს მეუღლესთან ჩხუბზე საუბრობენ.  „ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება [...] ამიტომ ყველამ უნდა დამშვიდდეს“, - განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ჰანოიში.