„სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთის თასის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის თასის ფინალურ შეხვედრაში „რეიმსი“ დაამარცხა და ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ საფრანგეთის თასის მფლობელიც გახდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებიდან დაახლოებით ათ წუთში Le Parisien-მა თავის X-ზე დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც თადარიგში იყო და რომელიც ჯერ კიდევ მატჩის დაწყების წინ გრძნობდა თავის ტკივილს, სტადიონი დატოვა და სახლში დაბრუნდა.


„პარი სენ-ჟერმენი“ - „რეიმსი“ 3:0(3:0)
გოლები“ 16" და 18' ბრედლი ბარკოლა 1:0 და 2:0, 43' აშრაფ ჰაკიმი 3:0