საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინმა მოატყუა. აღნიშნული განცხადება მაკრონმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ტურნეს დროს გააკეთა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პრეზიდენტი პუტინი ატყუებდა, როდესაც ის ესაუბრებოდა მშვიდობისთვის მზაობაზე“, – განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, მიუღებელია ის, რაც უკრაინაში ხდება.
„არ შეიძლება მოლაპარაკებებისთვის მზაობის გამოცხადება და ამავდროულად დაბომბვა. ასეთი ორმაგი რიტორიკა აჩვენებს, რომ დიალოგის შესახებ ნებისმიერი განცხადება გულწრფელი არ არის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ევროპის, არამედ აზიის სტაბილურობასაც. მაკრონის თქმით, აუცილებელია წესებზე დაფუძნებული წესრიგის შენარჩუნება.
თარგმანი: პირველი არხი