ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და სოლიდარობას უცხადებს.

"ლატვიიდან ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს. თავისუფლება და დემოკრატია ფასდაუდებელია და მათი დაცვა ყოველთვის აუცილებელია. ამ მნიშვნელოვან დღეს სრული სოლიდარობა ვუცხადებ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს", - წერს ლატვიის პრეზიდენტი X-ზე.