მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების შეფასება გააკეთა ქვეყნის პირველმა პირმა, მაია სანდუმ:
"მინდოდა, რომ მოლდოველებს არჩევანი მოლდოვის სასარგებლოდ გაეკეთებინათ და მიხარია, რომ მოსკოვის ჩარევისა და მთელი დახარჯული ფულის მიუხედავად, მოლდოველებმა მოლდოვის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. მიხარია, რომ ჩვენი ევროპული გზა დაცული რჩება. მომავალმა მთავრობამ უნდა იშრომოს თითოეული მოქალაქის ინტერესებისთვის, იმის მიუხედავად, თუ რა არჩევანი გააკეთა მან".
2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული მაია სანდუს პროევროპული, უკრაინის მხარდამჭერი პარტია PAS გახდა. ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტის პარტიამ ხმების 50.20% მოაგროვა.
მოლდოვის მომავალ პარლამენტში PAS-ის პარტიის დეპუტატები 101-დან 55 ადგილს დაიკავებენ.