ხმა მივეცი გუნდს, რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო ქალაქის განვითარების უფრო მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე გადასაყვანად, - ამის შესახებ ფოთში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, ბექა ვაჭარაძემ განაცხადა.
მერობის კანდიდატმა საკუთარი არჩევანი №8-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„ხმა მივეცი გუნდს , რომელმაც ზუსტად იცის რა არის საჭირო ქალაქის განვითარების უფრო მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე გადასაყვანად. რაც შეეხება დღევანდელ დღეს და საარჩევნო გარემოს, .მიდის მშვიდად , დინჯად და და სამართლიანად ვაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს. მშვიდობას ვუსურვებ მთელ საქართველოს“, - განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.
ცნობისთვის, ფოთში არჩევნებში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: ,,ქართული ოცნება", ,,გახარია საქართველოსთვის", ,,ძლიერი საქართველო - ლელო" და ,,კონსერვატორები საქართველოსთვის". მერობის კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი „ქართული ოცნების" წარმომადგენელი, ბექა ვაჭარაძეა.
ფოთში სულ 40 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 24-ვე საარჩევნო უბანი, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ახორციელებს საარჩევნო პროცესს.