რაც შეეხება აქტივობას, ამ დროის მონაცემებით საშუალოა. ხმა მისცა და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა პარტია "ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატმა, ალექსი ფიცხელაურმა. 

მისი თქმით, საკუთარი არჩევანით ქვეყნის წინსვლას უჭერს მხარს. რასაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტში შემავალ თუშეთს. იქ მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისა და მესაზღვრეებისთვის ვერტმფრენმა გადასატანი ყუთი დილით ომალოს ადმინისტრაციულ ცენტრში უკვე ჩაიტანა, სადაც კენჭისყრაში 23 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

ახმეტის მუნიციპალიტეტში 24 საარჩევნო უბანია გახსნილი და 30 ათასამდე ამომრჩეველია რეგისტრირებული.