მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 100% დათვალა. ცესკოს ცნობით, მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" ხმათა 50.2 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილს კი ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის "პატრიოტული ბლოკი" იკავებს 24.17 პროცენტით.

საარჩევნო ბლოკმა "ალტერნატივამ" ხმათა 7.96% მიიღო, "ჩვენმა პარტიამ" 6.2, "ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა" კი 5.62%. შესაბამისად, მაია სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" მარტივ საპარლამენტო უმრავლესობას მიიღებს, მას პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება.

"პატრიოტულ ბლოკს" 26 მანდატით, ბლოკ "ალტერნატივას" – რვა, ხოლო "ჩვენი პარტია" და "ღირსებისა და სიმართლის პლატფორმა" პარლამენტში ექვს-ექვსი მანდატით შევლენ.

მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობამ 52 პროცენტს გადააჭარბა.