მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის დათვლილია დაჯამებულია 2274 საარჩევნო უბნიდან 2238 უბნის შედეგები.
არსებული მონაცემების თანახმად, პარლამენტის 101 მანდატი ასე გადანაწილდება:
პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ - 49,7% (774055 ხმა) - 54 მანდატი
ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ -24,45% (380757 ხმა) - 27 მანდატი
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკი „ალტერნატივა“ - 8,04% (125275ხმა) - 8 მანდატი
„ჩვენი პარტია“ - 6,25% (97288 ხმა) - 6 მანდატი
მოლდოვის დემოკრატიული პარტია - 5,66% (88126 ხმა) - 6 მანდატი
საპარლამენტო არჩევნებზე ამ დროისთვის ხმა მისცა (საზღვარგარეთის ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ჯერ კიდევ არ დასრულებულა) ამომრჩეველმა - რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 52,15%-ს. მოლდოვაში ხმა 1 მილიონ 300 ათას 759-მა ამომრჩეველმა მისცა, საზღვარგარეთ კი 256614ამომრჩეველმა.
მაია სანდუს პარტიამ არჩევნები მოიგო როგორც მოლდოვაში, ისე საზღვარგარეთ.
მოლდოვა
პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ - 44,13% (574054 ხმა)
ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ - 28,25 (380797 ხმა)
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკი „ალტერნატივა“ - 9,22% (119893 ხმა)
„ჩვენი პარტია“ - 6,35% (82567 ხმა)
მოლდოვის დემოკრატიული პარტია - 5,72% (74444 ხმა)
საზღვარგარეთი
პრეზიდენტ მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ - 77,94% (200001 ხმა)
„ჩვენი პარტია“ - 5,74% (14721 ხმა)
მოლდოვის დემოკრატიული პარტია - 5,33% (13682 ხმა)
ექსპრეზიდენტ იგორ დოდონის „პატრიოტული ბლოკი“ - 5,17% (13271 ხმა)
2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს კონკურენტ ალექსანდრ სტოიანოგლოს ბლოკი „ალტერნატივა“ - 2,1% (5382 ხმა)
მოლდავური მედია, ითვალისწინებს რა საზღვარგარეთის უბნების ხმის მიცემის არსებულ ტენდენციას, ვარაუდობს, რომ მაია სანდუს პარტია უკვე მოპოვებული მანდატების რაოდენობას (54) ერთით გაზრდის, „პატრიოტების ბლოკი“ კი ერთ მანდატს დაკარგავს