მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) ხმების 50.14%-ით ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. ამჟამად ხმების 99.87% არის დათვლილი.

წინასწარი შედეგებით, მოლდოვის პროევროპული მმართველი პარტია 101-წევრიან პარლამენტში 55 მანდატს მოიპოვებს.

ამასთან, პრორუსული "პატრიოტული ბლოკს" (BEC) ხმების 24.19%-ს აქვს, მესამე ადგილს კი ხმების 7.97%-ით ალექსანდრ სტოიანოგლოს პარტია "ალტერნატივა" იკავებს. მას მოჰყვება "ჩვენი პარტია," ხმების 6.20%-ით. ხოლო მეხუთე ადგილს მოლდოვის დემოკრატიული პარტია (PPDA), რომელსაც ხმების 5.62% აქვს.

მოლდოვის საზღვრებს შიგნით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 28 სექტემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 52.11% იყო - რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ხმა ჯამში 1 604 316 ადამიანმა მისცა.

ბოლო ოთხ საპარლამენტო არჩევნებიდან ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ხმის მიცემა გრძელდება უცხოეთში დიასპორისთვის გახსნილ საარჩევნო უბნებზე.