აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ის არის ადამიანი, ვინც პუტინი გააჩერა.
ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ეიბისი“- სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, უკრაინის დასახმარებლად 50-ზე მეტი ქვეყნის გაერთიანება მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კარგ ფორმაშია და არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.
„თქვენ იცით, რომ საარჩევნო კამპანიის წარმოების გარდა, მე მსოფლიოს ვმართავ. გადაჭარბებულად არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ ვართ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ერი. მე ვარ ის, ვინც შექმნა ნატო, მომავალი. არავის ეგონა, რომ მისი გაფართოება შემეძლო. მე ვარ ის, ვინც პუტინი გააჩერა“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
თარგმანი: პირველი არხი