ეს არის ის კაცი, რომელსაც NATO-დან გასვლა უნდა. დარჩები NATO-ში? ის NATO-დან გავა. ჩვენი ძალა ჩვენს მოკავშირეებზეც არის დამოკიდებული. შესაძლოა, ჩვენს შორის დიდი ოკეანეა, მაგრამ ჩვენ შევძელით, აგვერიდებინა მასშტაბური ომი ევროპაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის გამართული დებატებისას დონალდ ტრამპის მისამართით განაცხადა.
„რა მოხდებოდა, თუკი პუტინი NATO-ზე გაიწევდა? ჩვენ გვაქვს მეხუთე მუხლის შეთანხმება, თავდასხმა ერთ-ერთ ჩვენგანზე ყველა ჩვენგანზე თავდასხმას ნიშნავს. გინდა ბირთვული ომის დაწყება, რომელზედაც ის საუბრობს? მიდი, მიეცი პუტინს უკრაინის გაკონტროლების საშუალება და შემდეგ ის წავა პოლონეთსა და სხვა ტერიტორიებზე. ვნახოთ, რა მოხდება მერე. მას წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობს. სხვათა შორის, მსოფლიოს 50 ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის, იაპონია და სამხრეთ კორეა, რადგან მათ ესმით, რომ ასეთ დისლოკაცია შეიცავს სერიოზულ საფრთხეს მთელი მსოფლიოს მშვიდობისთვის“, – განაცხადა ბაიდენმა.