პუტინი სამხედრო დამნაშავეა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ათასობით ადამიანი დახოცა.
„ამ კაცმა უთხრა პუტინს, გააკეთე, რაც გინდა და სწორედ ასე მოიქცა პუტინი. ის ამბობდა, რომ კიევს ხუთ დღეში აიღებდა, გახსოვთ? რადგან ის ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილია, რისი აღდგენაც სურს. მაგრამ მან ვერ შეძლო კიევის აღება. მათ დაკარგეს ათასობით სამხედრო, 500 ათასამდე ჯარისკაცი.
პუტინმა ერთი რამ ნათელი გახადა, მას სურს საბჭოთა კავშირის აღდგენა, არა მხოლოდ მისი ნაწილის, არამედ მთლიანად უკრაინა უნდა და ფიქრობთ, ის მანდ შეჩერდება, თუკი უკრაინას აიღებს?! როგორ ფიქრობთ, რა მოუვათ პოლონეთს, ბელარუსს, NATO-ს ქვეყნებს? უნდა იცოდეთ, რის გაკეთებას აპირებს, რადგან ის აკეთებს იმას, რასაც ამბობს და მიდის. სხვათა შორის, ის თანხა, რასაც უკრაინას ვაძლევთ, ამერიკაში დამზადებულ შეიარაღებაზე იხარჯება და ჩვენ ვაძლევთ მათ იარაღს და არა ფულს ამ ეტაპზე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ტრამპთან დებატისას.