ამ ათწლეულში მე ვარ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში იღუპებიან, როგორც დონალდ ტრამპის დროს იყო, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპთან ტელედებატებისას განაცხადა.
„რაც შეეხება სამხედრო საკითხებს, როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ავღანეთში ჯერ კიდევ კლავდნენ ადამიანებს და ის არაფერს აკეთებდა ამასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ როდესაც ის იყო პრეზიდენტი, ჩვენ ვიყავით უსაფრთხო ქვეყანა. სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ათწლეულში მე ვარ ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მსოფლიოს რომელიმე ნაწილში იღუპებიან, როგორც მის დროს იყო“, – განაცხადა ბაიდენმა.