ჯო ბაიდენის თქმით, დონალდ ტრამპთან გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი რაუნდი არ იყო ყველაზე იღბლიანი. პრეზიდენტ ბაიდენის ციტატას NBC ავრცელებს.
"ვიცი, რომ აღარ ვარ ახალგაზრდა, ვეღარ დავდივარ ისე მსუბუქად როგორც ადრე. ვიცი, რომ ვეღარ ვლაპარაკობ ისე მწყობრად როგორც ადრე, დებატებშიც აღარ ვარ ისეთი კარგი როგორც ადრე, მაგრამ ვიცი, რომ ვიცი როგორ შემიძლია ვილაპარაკო სიმართლე",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ყოველი მიღებული დარტყმის შემდეგ აუცილებელია ფეხზე წამოდგომა და ძალების აღდგენა და განაცხადა, რომ აპირებს ჩრდილოეთ კაროლინაში გამარჯვებას.