აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

ჯო ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ეკვივალენტობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალჩინოსნებისა და „ჰამასის“ ლიდერების დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.