აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, კანაფს ნაკლებად სახიფათო ნივთიერების კლასიფიკაცია [III კატეგორია] ოფიციალურად მიანიჭა.
ფედერალური მთავრობა კანაფს აღარ განიხილავს ისეთ სხვა სახიფათო და მიჩვევად ნივთიერებებთან ერთად, როგორებიცაა ექსტაზი, ჰეროინი და ჰალუცინაციების გამომწვევი ნარკოტიკი.
საკანონმდებლო ცვლილებამ ძალაში შესვლამდე 60-დღიანი საჯარო კომენტირების პერიოდი უნდა გაიაროს. გეგმის მიხედვით, მარიხუანას უშუალოდ რეკრეაციული გამოყენება არ დაკანონდება ისე, როგორც ეს ამჟამად აშშ-ის 24 შტატსა და კოლუმბიის ოლქში მოქმედებს. აშშ-ის 38-მა შტატმა ასევე მარიხუანას სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების ლეგალიზება მოახდინა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც "დიდი ხნის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი".