ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი დებატებს 27 ივნისს და 10 სექტემბერს გამართავენ. პირველი დებატები ჩატარდება CNN-ის ატლანტას სტუდიაში აუდიტორიის გარეშე და მოდერატორი იქნებიან, ჯეიკ ტეპერი და დანა ბაში. ჯორჯია ნოემბრის არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე სადავო შტატია.
კანდიდატებმა ასევე მიიღეს მოწვევა „ეიბისიდან“, რომელიც უმასპინძლებს მეორე დებატს.
ვიცე-პრეზიდენტის ცალკე დებატები დაგეგმილია ივლისისთვის, რესპუბლიკური ეროვნული შეკრების შემდეგ.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის მიიღებს მონაწილეობას ამ ორ დებატებში მკაცრი წესების მიხედვით, რათა შემცირდეს შეფერხებები.
ბაიდენის თანაშემწეები ფიქრობენ, რომ დებატებმა შეიძლება, ზიანი მიაყენოს ტრამპს მისი პოზიციების გამხელით სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის აბორტზე, რომელსაც ისინი პოლიტიკურად რისკის შემცველად მიიჩნევენ.
ტრამპის თანაშემწეები მიიჩნევენ, რომ ბაიდენი მიდრეკილია სიტყვიერი გადაცდომებისკენ, რამაც შეიძლება, გააძლიეროს ამომრჩევლების შეშფოთება 81 წლის პრეზიდენტის ასაკთან დაკავშირებით.