გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ბარჯისხევის მონაკვეთზე, ტრაილერი გზიდან გადავარდა. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლმა სველ ასფალტზე საჭე ვერ დაიმორჩილა, ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

დაშავებული  მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო  პოლიცია.