რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ ქმრის სიკვდილის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა ჩაწერა სახელწოდებით, "ალექსეი ნავალნის საქმეს მე გავაგრძელებ".
"იბრძოლე და არ დანებდე, მე არ მეშინია და შენც არაფრის არ უნდა შეგეშინდეს.
მე აქ არ უნდა ვყოფილიყავი. ეს ვიდეო არ უნდა გადამეღო. ჩემს ადგილას სხვა ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინმა მოკლა. სამი დღის წინ ვლადიმერ პუტინმა მოკლა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი. პუტინმა მოკლა ჩემი შვილების მამა, წამართვა ყველაზე ძვირფასი, რაც მქონდა, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი.
ჩვენ ვიცით, რატომ მოკლა პუტინმა ალექსეი სამი დღის წინ. ამის შესახებ მალე მოგიყვებით. აუცილებლად გავარკვევთ, ზუსტად ვინ და როგორ ჩაიდინა ეს დანაშაული. ჩვენ დავასახელებთ ვინაობას და ვაჩვენებთ სახეებს. მაგრამ მთავარი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ალექსეისთვის და საკუთარი თავისთვის, არის ბრძოლის გაგრძელება", - ამბობს იულია.