ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ სალეხარდის მორგში, სადაც მისი ცხედარი უნდა ინახებოდეს. ამის შესახებ პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.
”დილაადრიან მორგში მივიდნენ ალექსეის დედა და ადვოკატები. მათ შიგნით არ უშვებენ. ერთი ადვოკატი ფაქტობრივად გააძევეს. კითხვაზე, არის თუ არა იქ ალექსის ცხედარი, თანამშრომლები არ პასუხობენ“, - წერს იარმიში.
მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტმა დედას და ადვოკატებს განუცხადა, რომ „ნავალნის გარდაცვალების შემოწმება გახანგრძლივდა. კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, უცნობია. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია“. გამოცემა "სააგენტო", სასამართლო ექსპერტებზე მითითებით, წერდა, რომ გარდაცვალების მოწმობა უნდა გაიცეს გაკვეთიდან ერთი თვის განმავლობაში და რომ ცხედარს ახლობლებს არ გადასცემენ, თუ გაკვეთის დროს საშიშ დაავადებებს აღმოაჩენენ: ჭირს ან ქოლერას.