ისრაელის არმიის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრის შვილი ღაზაში ბრძოლის დროს დაიღუპა.
„გალ მეირ ეიზენკოტი, 25 წლის, 551-ე სარეზერვო ბრიგადის 699-ე ბატალიონის ჯარისკაცი, დაიღუპა ბრძოლაში“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
დაღუპული ჯარისკაცის მამა გადი ეიზენკოტი ისრაელის გენერალურ შტაბს 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა. ქნესეთის წევრი ოპოზიციიდან, გენერალი ეიზენკოტო 12 ოქტომბერს შეუერთდა სამხედრო კაბინეტს ეროვნული ერთიანობის მთავრობაში, რომელიც ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ჩამოყალიბდა.
ოქტომბრის ბოლოს ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელის სამხედროთა რიგებში დანაკარგი 80-ს აჭარბებს. დაღუპული "ჰამასის" მებრძოლების რაოდენობა არ არის ცნობილი. ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც ეს დაჯგუფება აკონტროლებს, მხოლოდ ზოგად მონაცემებს ავრცელებს სექტორში დაღუპული პალესტინელების, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ. მისი ცნობით, ეს მაჩვენებელი 17 ათასზე მეტია.
ეს რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს, რადგან ისრაელის არმია განაგრძობს იერიშებს და ცდილობს კონტროლი დაამყაროს ღაზას სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან-იუნისზე.