მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება - ამ მიზნით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, ცვლილებები შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.

ცვლილებები ეხება სასწავლო ბინადრობის მიღებას, ასევე, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების შემდგომ მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხს - კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში შედის ახალი მუხლი, რომლითაც დასჯადი ხდება ფიქტიური ქორწინება. გარდა ამისა, ცვლილებებით, გარკვეულ შემთხვევებში, უცხოელ მსჯავრდებულს სასჯელის დარჩენილი ნაწილი შეიძლება უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალოს, რაც საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას ითვალისწინებს.