ღაზას სექტორში დაღუპულთა საერთო რაოდენობა, რომელსაც ჰამასი აცხადებს, საკმაოდ ზუსტია და უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე ჰამასის მებრძოლი. ამის შესახებ Associated Press და Agence France-Presse ისრაელის მთავრობის ანონიმური ოფიციალური პირების საფუძველზე წერენ.
ეს ინფორმაცია უცხოელმა ჟურნალისტებმა ისრაელელი სამხედრო ჩინოვნიკების მიერ ჩატარებული ბრიფინგისას, ანონიმურობის პირობით მიიღეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების მაღალჩინოსანმა, რომელსაც AP ციტირებს, აღნიშნა, რომ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ, მინიმუმ 15 000 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის არმიის თქმით, ღაზაში დაღუპულთაგან 5000-ზე მეტი ჰამასის ტერორისტია.
AFP ისრაელის ანონიმურ ოფიციალურ პირს ციტირებს: "მე არ ვამბობ, რომ ცუდი არ არის, რომ ჩვენ თანაფარდობაა ორი ერთთან" და აღნიშნა, რომ ადამიანური ფარების გამოყენება ჰამასის "ძირითადი სტრატეგიის" ნაწილი იყო.
მისი თქმით, "იმედია, [თანაფარდობა] გაცილებით დაბალი იქნება" ომის მომავალ ფაზაში და "რადგან ჩვენ სამხრეთში გავაორმაგეთ მოსახლეობა, ოპერაციები გაცილებით ზუსტია."
ჰამასის მიერ მართულმა ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ღაზას სექტორში 15 900 ადამიანი დაიღუპა.