მეტროს პირველი ხაზი დილის 9 საათიდან მგზავრებს არ იღებს

23 ივნისს დილის 09:00 საათიდან თბილისის მეტროს პირველი ხაზი "ვარკეთილიდან" "სადგურის მოედნამდე" შეფერხებით მუშაობს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მატარებელს პრობლემა შეექმნა მეტროსადგურ "რუსთაველზე", ხოლო სადგურების ასამუშავებლად საჭიროა ეს შემადგენლობა სპეციალურ ჩიხში გადაიყვანონ.

შეგახსენებთ: დედაქალაქის მეტროპოლიტენი მგზავრებს ემსახურება ყოველდღე, 06:00 საათიდან 00:00 საათამდე.