საფრანგეთმა "ჰამასის" ლიდერის იაჰია სინვარის აქტივების 6 თვით გაყინვა გამოაცხადა. სინვარი ისრაელზე 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავად მიიჩნევა.
მისი აქტივების გაყინვის ბრძანება საფრანგეთში 30 ნოემბერს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა და ძალაში 5 დეკემბერს შევიდა.
მედიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა "ჰამასის" წევრებსა და ორგანიზაციის დაფინანსების ქსელს, ევროკავშირის დონეზე, სანქციები დაუწესდეს.