დაჯგუფება "ჰამასი" ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის იმ პირობით, რომ მას ომის დასრულება მოჰყვება. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

"ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მკაფიოდ ომის დასრულებამდე მიგვიყვანს", - ციტირებს გამოცემა "ჰამასის" წარმომადგენელს, ტაჰერ ალ-ნუნუს.

მოსალოდნელია, რომ "ჰამასის" დელეგაცია დღეს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გაემგზავრება, სადაც ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.