ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2025" საზეიმოდ დაიხურა.
ფესტივალზე წარმატებით წადგა ხარაგაულის სახალხო თეატრი.
სპექტაკლ ,,მშვიდობით თემურ!“-ში შესრულებული როლებისთვის თეატრმა ორი მთავარი ჯილდო მიიღო: ნომინაციაში მამაკაცის მთავარი როლი – დაჯილდოვდა მსახიობი, ვასილ კიკნაძე.
ნომინაციაში ქალის მთავარი როლი – დაჯილდოვდა თეატრის რეჟისორი და მსახიობი, ირინე ჩხეიძე.
ფესტივალის ორგანიზატორებმა „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდებით დააჯილდოვეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული და რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი.
ფესტივალის 16-ე სეზონის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 18 სპექტაკლი – იმერეთის პროფესიული და სახალხო თეატრების მონაწილეობით. მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა აზერბაიჯანის თეატრიც.