შვედეთში, ქალაქ უმეოდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ყველა სამგზავრო მატარებლით მგზავრობა ხუთშაბათის შუადღემდე შეაჩერეს.

შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ძლიერი ყინვების გამო, ქალაქ უმეოდან ჩრდილოეთის მიმართულებით, ფინეთის საზღვართან მდებარე ქალაქ ლულეოსკენ, აგრეთვე უმეოდან ჩრდილო-დასავლეთით, ნორვეგიის ქალაქ ნარვიკისკენ სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.

ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა მინუს 40 გრადუსამდე დაეცა, ასეთ პირობებში მატარებლის უსაფრთხოდ მოძრაობა უბრალოდ შეუძლებელია, - ამბობს ერთ-ერთი გადამყვანი კომპანიის კომერციული დირექტორი.

მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები დაჯავშნილი ჰქონდათ, დანიშნულების ადგილამდე სხვა სახის ტრანსპორტით არ გადაიყვანენ. მათ შეუძლიათ გადახდილი თანხა მიიღონ უკან ან მგზავრობის თარიღი გადასწიონ.