უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ "ამჟამად უკრაინაში ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის აღმოსავლეთში მომზადებას გადის დაახლოებით 11 ათასი ჩრდილოკორეელი ქვეითი".

"ისინი 1 ნოემბრისთვის იქნებიან მზად", განაცხადა ბუდანოვმა The War Zone-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბუდანოვი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას გამოიყენებენ.

მისი თქმით, 2600-კაციანი პირველი ჯგუფი თითქოს გაემგზავრება კურსკის ოლქში, რომლის ნაწილი უკრაინის ჯარებმა დაიკავეს აგვისტოში.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.