უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების არც კორეული, არც მოლდავური და არც გერმანული სცენარები "იმუშავებს".
„აქ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისვას წერტილი“, - თქვა ბუდანოვმა.
დაზვერვის უფროსმა აღნიშნა, რომ „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი მსოფლიო წესრიგის განადგურების ყველა ნიშანია სახეზე“.
”და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ აშკარა მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ გამოუთხარა ძირი ერთმა ადამიანმა გლობალური უსაფრთხოების სისტემას”, - აღნიშნა ბუდანოვმა.
”ან ჩვენ ყველანი ერთად ვაიძულებთ მსოფლიო წესრიგის დაბრუნებას, რომელიც შეიქმნა და მეტ-ნაკლებად ყველას აკმაყოფილებდა მრავალი წლის განმავლობაში, ან დადგა დრო ახალი მსოფლიო წესრიგისთვის”, - დასძინა მთავარი დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა.
რუსულ აგრესიასთან დაპირისპირების ფარგლებში, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ის არის „ძალისა და დიპლომატიის ერთიანი მიდგომის მიმდევარი“.
ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ რუსული ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაყვანა, როგორც უკრაინის მოთხოვნაა, "ალბათ არასოდეს მოხდება" და დასავლელი პოლიტიკოსების სურვილი, რუსეთს "ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი" მიაყენონ, "აიძულებს" კრემლს "ბოლომდე წავიდეს".