რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროს კირილ ბუდანოვზე ძებნა გამოაცხადა, – იუწყება რუსული მედია.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნება ბუდანოვი.
„ძებნის გამოცხადების საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, - აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 ოქტომბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაუსწრებლად წაუყენა ბრალი ბუდანოვსა და კიდევ რამდენიმე უკრაინელ სამხედრო ლიდერს "2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე რუსეთის ტერიტორიაზე დრონების თავდასხმების ორგანიზებისთვის".