ასეთი განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეისთვის დაგეგმილ ერისადმი მიმართვამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა საინფორმაციო საგენტო „როიტერთან“.

ომის მეხუთე კვირაში შესვლისა და ბენზინზე ფასების ზრდის ფონზე ტრამპზე ზეწოლის გამო, პრეზიდენტმა დაგეგმა აღმოსავლეთის დროით საღამოს 9 საათზე (01:00 გრინვიჩით) სიტყვით გამოსვლა, რათა განიხილოს შემდეგი ნაბიჯები. მისი გამოსვლა დაასრულებს დღეს, რომელიც უზენაეს სასამართლოში ტრამპის ისტორიული ვიზიტით დაიწყება.

„როიტერთან“ სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამოსვლის ერთ-ერთი ელემენტი იქნება ნატოს მიმართ ბრაზის გამოხატვა იმის გამო, რომ ალიანსი, მისი აზრით, არასაკმარის მხარდაჭერას უწევს აშშ-ის მიზნებს ირანში. მან თქვა, რომ „ნამდვილად“ განიხილავს შეერთებული შტატების ნატოდან გამოყვანის შესაძლებლობას.

„მათ არ გამოიჩინეს მეგობრობა, როცა გვჭირდებოდა. ბევრი ჩვენ მათთვის არასდროს გვითხოვია... ეს <ნატო> ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა“, - თქვა ტრამპმა.

კითხვას, როდის ჩათვლიდა შეერრთებული შტატები დასრულებულად ირანთან ომს, ტრამპმა უპასუხა:

„ზუსტად ვერ გეტყვით... ჩვენ საკმაოდ სწრაფად გამოვალთ ამ მდგომარეობიდან“.

მისი თქმით, აშშ-ის ქმედებებმა უზრუნველყო, რომ ირანი არ ექნება ბირთვული იარაღი

„მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი, რადგან ახლა ამის უნარი არ აქვთ, შემდეგ კი მე წავალ, ყველას თან გავიყოლებ და საჭიროების შემთხვევაში, დავბრუნდებით ზუსტი წერტილოვანი დარტყმების მისაყენებლად“, - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ, მას შემდეგ, რაც უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა, ირანის ახალ ლიდერებთან შეთანხმებას მიაღწევენ.

რეჟიმის სრული ცვლილება მოხდა. მე ახლა ძალიან მაღალი ალბათობით შემიძლია ვივარაუდო, რომ „შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან მათ აღარ სურთ, რომ კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდნენ“ - თქვა პრეზიდენტმა.

მე არ მჭირდებოდა რეჟიმის შეცვლა, მაგრამ ომს მსხვერპლი მოსდევს და ასე მოხდა - რეჟიმი შეიცვალა.

ასე რომ, რეჟიმის შეცვლილია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მათ არ აქვთ ბირთვული იარაღი - თქვა ტრამპმა და დასძინა:

„და მათ ის არ სურთ“.

ირანის ხელთ დღემდე არსებულ გამდიდრებულ ურანთან დაკავშირებით, ტრამპმა განაცხადა:

„ის იმდენად ღრმად არის მიწისქვეშ (გულისხმობს, რომ ნანგრევების ქვეშაა მოქცეული და მასზე წვდომა ძალიან გართულებულია - „აიპრესი“), რომ არ მაინტერესებს. ჩვენ ყოველთვის დავაკვირდებით თანამგზავრიდან“.