მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა.
"მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
🇲🇩 Moldova, you’ve done it again.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 29, 2025
⁰No attempt to sow fear or division could break your resolve.
You made your choice clear:
⁰Europe. Democracy. Freedom.
Our door is open. And we will stand with you every step of the way.⁰
The future is yours.
უახლესი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) ხმების 50.17%-ით ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. ამჟამად ხმების 99.96% არის დათვლილი.