15:00 საათის მონაცემებით, ფოთის მუნიციპალიტეტში საკუთარი არჩევანი 12 164 ამომორჩეველმა დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 30,03%-ია.

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: ,,ქართული ოცნება", ,,გახარია საქართველოსთვის", ,,ძლიერი საქართველო - ლელო" და ,,კონსერვატორები საქართველოსთვის". ფოთში სულ 40 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

24-ვე საარჩევნო უბანი, ელექტრონული ტექნოლიგიის გამოყენებით ახორციელებს საარჩევნო პროცესს.