არჩევნები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კარგად არის ორგანიზებული, – ამის შესახებ უნგრელმა დამკვირვებელმა, ბარბარა სილვიამ ჰეგედუშმა განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი დემოკრატიის გასაძლიერებლად საარჩევნო პროცესში ამომრჩეველი აქტიურად არის ჩართული.
„ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ საერთაშორისო დამკვირვებლები ვართ უნგრეთიდან. როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ჩვენი დავალებაა, დავაკვირდეთ არჩევნებს და არ ჩავერიოთ მასში. ამომრჩეველი ჩართულია საარჩევნო პროცესში, რათა გაძლიერდეს ადგილობრივი დემოკრატია. არჩევნები მიმდინარეობს გამჭვირვალედ, კარგად არის ორგანიზებული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებში აქტიური ჩართვა“, – აცხადებს უნგრელი დამკვირვებელი ბარბარა სილვია ჰეგედუშმა.
ინფორმაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.