ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა მუსლიმურ სახელმწიფოებს „მცირე დროით მაინც გაწყვიტონ პოლიტიკური კავშირები ისრაელთან“.
მანამდე აიათოლამ მოითხოვა ისლამური ემბარგოს დაწესება ისრაელისთვის ნავთობისა და საკვების მიწოდებაზე.
გასულ კვირას საუდის არაბეთის დედაქალაქში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბთა ლიგის წევრთა ერთობლივ სამიტზე მუსლიმური სახელმწიფოები არ დათანხმდნენ ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებაზე, როგორც ამას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ითხოვდა.
არაბული სამყაროს ქვეყნები აქამდე ძირითადად შემოიფარგლებოდნენ პოლიტიკური განცხადებებით, რომლებშიც მოითხოვდნენ ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ ღაზაში ოპერაციის შეწყვეტას, ანკლავისთვის წყლის, საწვავის და საკვების მიწოდების განახლებას და მშვიდობიანი გზით პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტას.