რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსახლეობის აქტივობის მაჩვენებელზე დაყრდნობით რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნები" შემდგარად გამოაცხადა.

ბრიფინგზე დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა განაცხადა, ადგილობრივი დროით 18:00 სთ-ისთვის ხმა ამომრჩეველთა 55%-ს (79019 ადამიანს), ჰქონდა მიცემული და შესაბამისად, "არჩევნები" შემდგარად ცხადდება.

მოსახლეობის აქტივობის კუთხით რაიონების მიხედვით შემდეგი მონაცემები გამოცხადდა:

სოხუმი - 22311 (51%),

გაგრის რაიონი - 14008 (61%),

გუდაუთის რაიონი - 15057 (50%),

სოხუმის რაიონი - 3307 (56%),

გულრიფშის რაიონი - 7106 (54%),

ოჩამჩირეს რაიონი - 9357 (57,5%),

ტყვარჩელის რაიონი - 2655 (46%),

გალის რაიონი - 1280 (64%).

აფხაზური საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, გამარჯვებულად ცხადდება "პრეზიდენტობის" ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%+თუნდაც 1 ხმას მიიღებს.

რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნებზე" კენჭს სულ 5 კანდიდატი იყრის, რომელთაგან საკვანძოებად მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა ითვლებიან.