დღეს ფუკუოკაში კიუშუ ბაშოს მესამე დღის შეხვედრებია.
კიუშო ბაშოზე მხოლოდ ორი დღე მიილია თხუთმეტიდან, თუმცა იმპერატორის თასის მფლობელი რომ სანიაუკუს (სუმოს უმაღლეს ოთხ საფეხურზე მდგომი რიკიშები) პირველ საფეხურზე მდგომი ვერ გახდეს , ამის დიდი ალბათობაა. მიზეზი კი არა მხოლოდ უძლიერესი იოკოძუნების, ჰაკოჰოს და კაკურის არყოფნაა, არამედ მესამე იოკოძუნას, იაპონელი კისენოსატოს მარცხიანი სტარტი. კისენასოტომ კომოსუბ ტაკაკეიშოსთან მარცხის შემდეგ აღმოსავლეთის N1 მაეგაშირა მიოგირიუსთანაც დათმო შეხვედრა და კიდევ რამდენიმე წაფორხილება მას არათუ იმპერატორის თასზე ოცნების, არამედ კარიერის გაგრძელების იმედსაც კი გადაუწურავს. იოკოძუნობა რიკიშს სამუდამოდ ენიჭება, სუსტად ასპარეზობის შემთხვევაში წოდება არ ჩამოერთმევა და არ ქვეითდება, თუმცა... იოკოძუნას პენსიაში უშვებენ. ორი დღის შემდეგ სანიაუკუთა მაჩვენებლები ასეთია: იოკოძუნა კისენოსატო • • ოძეკი გოიედო ○ • ოძეკი ტაკაიასუ ○ ○ ოძეკი ტოჩინოშინი • ○ სეკივაკე მიტაკეუმი • ○ სეკივაკე იჩინოჯო ○ • კომოსუბი ტაკაკეიშო ○ ○ როგორც ვხედავთ, შვიდი უძლიერესი რიკიშიდან მხოლოდ ოძეკ ტაკაიასუს და კომოსუბს ტაკაკეიშოს აქვთ ორ-ორი თეთრი ბურთულა, დანარჩენებმა კი, კისენოსატოს გამოკლებით, რომელზეც უკვე ვწერდით ზემოთ, თითო გამაჯვებასთან ერთად, თითო მარცხიც იწვნიეს ანუ ერთი თეთრი და ერთი შავი ბურთულა აქვთ. დღეს ტოჩის მეტოქე აღმოსავლეთის პირველი მეტოქე მიოგირიუ (სიმაღლე 186 სმ, წონა 153 კგ) იყო. მიოგირიუ ბაშოს პირველ დღეს ტაკაიასუსთან დამარცხდა, თუმცა გუშინ იოკოძუნა კისენოსატოს დაუდგა მაგრად და დაამარცხა იგი. წელს ლევანი მიოგირიუს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დაამარცხა იგი, სულ კი ლევანის ანგარიშზე 11 გამარჯვებაა 7 მარცხის წილს. დღევანდელ შეხვედრაში მიოგირის შეეცადა სწრაფი მოძრაობებით არ მიეშვა ლევანი ახლოს, არ მიეცა მისთვის მავაშიში ხელის ჩავლების საშუალება და ბიძგებით გაეყვანა ლევანი დოჰიოდან. ამოცანის პირველი ნაწილი მან წარმატებით შეასრულა, თუმცა ლევანმა მოახერხა და მავაშის მოუხელთებლად დაამარცხა მეტოქე, ხატაკიკომის ილეთით სამი დღის შემდეგ კიუშო ბაშოზე ასეთი მდგომარეობაა: ოძეკი ტაკაიასუ ○ ○ ○ კომოსუბი ტაკაკეიშო ○ ○ ○ აღმოს. N2 მაეგაშირა ტოჩიოზანი ○ ○ ○ აღმოს. მაეგაშირა N10 სადანუმი ○ ○ ○ ოძეკი ტოძჩინოშინი • ○ ○ სეკივაკე მიტაკეუმი • ○ ○ ოძეკი გოიედო ○ • • იოკოძუნა კისენოსატო • • • ხვალ ლევანის მეტოქე ბაშოზე დაბრუნებული ბრაზილიელი კომოსუბი კაისეი (სიმაღლე 195 სმ, წონა 207 კგ) იქნება. მან ბაშოს დაწყების წინ, სპარინგ- შეხვედრაზე, მარცხენა ფეხის კანჭის კუნთი დაიზიანა და პირველი ორი დღე არ უასპარეზია, დღეს კი ტაკაიასუს შეხვდა და დამარცხდა. წელს ლევანი კაისეის ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ იორიკირით გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მათ ურთიერთშეხვედრებში (10:7 ლევანის სასარგებლოდ) მხოლოდ ორი შეხვედრა არ დასრულებულა იორიკირის ილეთით და ერთხელ უვატენაგეს, ერთხელ კი შიტატენაგეს ილეთით სძლია ლევანმა მეტოქეს. მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.