„ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ჩემზე გაცილებით თავისუფლები იყვნენ“ - ამონარიდი რეზო გაბრიაძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან

1623322574
ქართველ მხატვარს, რეჟისორსა და მწერალს, რეზო გაბრიაძეს დღეს დაკრძალავენ. გამოსვენება ანჩისხატის ტაძრიდან 13:00 საათისთვის იგეგმება. მას მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. რეზო გაბრიაძის სახსოვრად კი, მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც მასთან პოზნერმა 2021 წელს ჩაწერა.
- ბებიაჩემი და ბაბუაჩემი ჩემზე გაცილებით თავისუფლები იყვნენ. მათ შორის იყო რაღაც, რაღაცნაირად ერთად იყვნენ, ერთ მთლიანობად. ახლა კი ეს იშლება. ძალიან კარგად ვმეგობრობდი ანდრეი გეორგიევიჩთან და ის ხსნიდა ამას ძალიან კარგად, მაგრამ სამწუხაროდ იგი აღარ არის. არ ვიცი ეს რატომ ხდება. ყველა ენა რომ გვცოდნოდა, ბევრ რამეს გავიგებდით. ქართულში არის ასეთი სიტყვა - თავისუფალი - როდესაც საკუთარი თავის უფალი თავად ხარ. ეს უდიდესი ამოცანებია ქართულ ენაში და ამას ისეთი გონება არ ეყოფა, როგორიც მე მაქვს, ამას უფრო სერიოზული გონება სჭირდება. ცუდია, რომ ამის შესახებ ვერ მოვასწარი მამარდაშვილისთვის მეკითხა.
- ფერია რომ მოსულიყო თქვენთან და ეთქვა, რომ რეზო, ჩაიფიქრე სამი სურვილი და მე შეგისრულებ მათ, რა იქნებოდა ეს სამი სურვილი?
- სურვილები საკმაოდ ცოტა მაქვს, რომ ჩემი ახლობლები იყვნენ ჯანმრთელები, რომ ცოტა წამალი დასჭირდეთ, რომ ჩემი შვილები ყველანი თავს კარგად გრძნობდნენ, რომ წასულებისთვის სანთლებს ანთებდნენ, რომ ნორმალური ადამიანები იყვნენ, აი რა მინდა.
- ჩემთვის ადამიანები ორ კატეგორიად იყოფა, ისინი, რომლებიც დილაობით შხაპის ქვეშ მღერიან და ვინც არ მღერიან, თქვენ თუ მღერით?
- არა, არ ვმღერი, მაგრამ ჩემს ახალგაზრდობაში იყო ერთი აბანო, ისეთ არიებს მღეროდნენ ისეთი ადამიანები, რომლებისგანაც არ ელოდები, რომ შეიძლება სიმღერა იცოდნენ, შემდგე კი ყველანი ისეთი სერიოზულები გამოდიოდნენ ამ აბანოდან.
რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდები მის მიერ დაარსებულ მარიონეტების სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობდა.
რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.