საფრანგეთის ლიგა 2-ში გაიმართა ლიგა 1-ში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილე გუნდის გამოსავლენი დასკვნითი შეხვედრა.  

ლიგა 1-ში მეოთხე ადგილზე გასულ „რედ სტართან“ გასვლით შეხვედრაში გამარჯვებული მეხუთეადგილოსანი „როდეზი“ მესამე ადგილზე გასულ ზურიკო დავითაშვილის „სენ-ეტიენს“ სტუმრობდა.

„როდეზმა“, რომელსაც „რედ-სტართან“ პლეი-ოფის შეხვედრის ჩათვლით ლიგა 2-ის პირველობაზე ბოლო 21 შეხვედრა არ ჰქონდა წაგებული, მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, ძირითად დროში გოლი არ გაუშვა და მხოლოდ პენალტების სერიაში დამარცხდა. 

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი პენალტის შეხვედრის მიწურულს შესვლაზე შესული მასპინძელთა სათადარიგო მეკარის მოგერიების და ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული  ზურიკო დავითაშვილის და ლუკას სტასინის ზუსტად შესრულებული დარტყმების შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ სტუმართა მეკარემ შეძლო ორი პენალტის მოგერიება და პირველი ხუთი დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო.

პენალტების მეორე  სერიაში ორივე გუნდმა გამოიყენა პირველი სამი დარტყმა, შემდეგ კი მასპინძელთა მეკარემ ჯერ სტუმრების დარტყმული პენალტი მოიგერია, შემდეგ თავად დაარტყა და ვერ გაუტანა, ბოლოს კი ისევ, უკვე მეოთხედ სერიაში, შეძლო პენალტის მოგერიება. „სენტ-ეტიენის“ ბოლო პენალტი სტუმრების კარის ბადეში აღმოჩნდა და გუნდი ლიგა 1-ში გადასასვლელ ორმატჩიან პლეი-ოფში ლიგა 1-ში მეთექვსმეტე ადგილზე გასულ გუნდს - „ოსერს“, ნიცას ან „ლე ჰავრს“  - შეხვდება