იტალიაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში სენიორთა შორის.

65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკე კაცთა ტურნირის ბოლო ტურში ზურაბ სტურუამ გერმანელ რაინერ კნააკს 70-ე სვლაზე დანებება აიძულა და 9 შესაძლებლობიდან მოგროვილი 7,5 ქულით ევროპის ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

ზურაბ სტურუა დღემდე 4-ჯერ (2015, 2016, 2019, 2023) იყო ევროპის ჩემპიონი 50 წელს ზემოთ, ორჯერ (2024, 2025) კი 65 წელს ზემოთ ასაკის სენიორებში.  

65 წელს ზემოთ ასაკის ქალთა პირველობაზე ნონა გაფრინდაშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა.