უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი ფაზის მეორე ტურის მეორე დღის შეხვედრაში აღდამის „ყარაბაღი“ კოპენჰაგენის „კოპენჰაგენს“ მასპინძლობდა.

გასვლაზე „ბენფიკასთან“ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრით და ანგარიშით 3:2 გამარჯვებით საწყისი ფაზის მთავარი სენსაციის ავტორმა საკუთარ კედლებშიც კარგი თამაშით და გამარჯვებით გაახარა აზერბაიჯანელი ფეხბურთის მოყვარულები და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

აღდამის „ყარაბაღი“ ამ დროისთვის მეოთხე კლუბია, რომელსაც ორი თამაშიდან ორი მოგება აქვს და ტურის დასრულების შემდეგ ასეთი სულ მაქსიმუმ რვა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენიც“ შეიძლება იყოს.

„ყარაბაღი“ - „კოპენჰაგენი“ 2:0(1:0)
გოლები: 28' აბდელაჰ ზუბირი 1:0, 83' ემანუელ ადაი 2:0


ამ დროისთვის დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში „ნიუკასლმა“ ბრიუსელში „როიალ იუნიონი სენ-ჟილუაზი“ დაამარცხა.

„როიალ იუნიონი სენ-ჟილუაზი“ - „ნიუკასლი“ 0:4(0:2)
გოლები: 17' ნიკ ვოლტემადე 0:1, 43' ენტონი გორდონი 0:2, 64' ენტონი გორდონი, თერთმეტმეტრიანიდან 0:3, 80' ჰარვი ბარნსი 0:4