ტირანაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს ხალიჩებზე გამოვიდნენ და მედლები გაითამაშეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიების სპორტსმენებმა.
86 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძემ 8:1 დაამარცხა თურქი ოსმან გოგენი და საქართველოს მესამე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.
კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მირიან მაისურაძემ მოიპოვა. 92 კგ წონის ბრინჯაოს ფინალსი მან შვეიცარიელი სამუელ შერერი 4:0 დაამარცხა.
74 კგ წონაში გიორგი ელბაქიძე ბრინჯაოს მედლისტვის შეხვედრაში 8:10 დამარცხდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე ლტოლვილ ფარხად ნოურიკხორჯესტანთან.
125 კგ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელმა გიორგი მეშვილდიშვილმა უნგრელი ვლადისლავ ბაიცაევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა, საქართველო კი მეორე ადგილზე.
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუსმა მოჭიდავეებმა ექვსი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.




